logo
ENG



14-15 მაისს საქართველოს დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლარს ლოკე რასმუსენი ეწვევა

14 მაი 202313:39
3 წუთის საკითხავი
 
2023/05/14/762bc1r9cq5ny01.jpg

14-15 მაისს საქართველოს ვიზიტით დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ლარს ლოკე რასმუსენი ეწვევა.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, დანიელ კოლეგას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი უმასპინძლებს და გაიმართება შეხვედრა როგორც პირისპირ ფორმატში, ასევე ორი ქვეყნის დელეგაციებს შორის.

ვიზიტის ფარგლებში რასმუსენი და დარჩიაშვილი ოფიციალურად გახსნიან საქართველოში დანიის საელჩოს.

სამინისტროს ცნობით, დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდება საქართველოს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილიც.

"ლარს ლოკე რასმუსენს თან ახლავს დანიის ბიზნეს დელეგაცია, გაიმართება მინისტრის და ბიზნეს დელეგაციის შეხვედრა საქართველოს ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ლევან დავითაშვილთან" - წერია განცხადებაში.

ლარს ლოკე რასმუსენი საოკუპაციო ხაზს ეწვევა და ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას.


close დახურვა