
გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა" დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა, თორნიკე მამალაძე აცხადებს, რომ მის ძმას 4 ექსპერტიზა აქვს ჩატარებული, საიდანაც სამი ექსპერტი ამბობს, რომ დეკანოზი მძიმედ ავადაა.
თორნიკე მამალაძის თქმით, მეოთხე ექსპერტზე, რომელიც მის ძმას სიმულანტობაში ადანაშაულებს, პროკურატურაში საქმეა აღძრული.
„საპატრიარქოს წარმომადგენლები აპელირებენ იმაზე, რომ ვითომ ჩემი ძმა სიმულანტობს. ჩემს ძმას ჩატარებული აქვს 4 ექსპერტიზა. 4-დან 3 ამბობს, რომ ჩემი ძმა არის მძიმედ ავად. ერთ-ერთი ექსპერტიზა, რომელიც აგვისტოს ბოლოს ჩატარდა, ჩაატარა ასეთმა პიროვნებამ, ხარებავამ, რომელზეც პროკურატურაში სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. ხარებავამ თავის დროზე არ მიიღო პაციენტი და იმ საღამოს რუსთავში მცირეწლოვანი ძმიშვილი მოკლა, ეს ცნობილი ფაქტია. ამ პიროვნებას დაავალეს ექსპერტიზის ჩატარება. ამ ადამიანმა დაწერა, რომ ჩემი ძმა სიმულანტობს. ამ დასკვნას ხელს სამი ექიმი აწერს. ამ სამი ექსპერტიდან ჩემს ძმასთან შესული იყო ერთი ექსპერტი. აქედან გამომდინარე, ეჭვს ბადებს ეს დასკვნა,"- განაცხადა მამალაძემ.
შეგახსენებთ, რომ 31 ოქტომბერს წმინდა სინოდის სხდომა ჩატარდა, სადაც სინოდის წევრებმა მიიღეს გადაწყვეტილება დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების მოთხოვნით პრეზიდენტისთვის მიემართათ.