
უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე უარყოფს ბიძინა ივანიშვილის მიერ მასზე განხორციელებული ზეწოლისა და მუქარის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას. ამის შესახებ დღეს დეპუტატმა კახა ოქრიაშვილმა ისაუბრა. მან განაცხადა, რომ ივანიშვილი სხდომაზე ახორციელებდა ზეწოლას იმ მაჟორიტარ დეპუტატებზე, ვინც არ ემხრობა პროპორციულ სისტემას.
"ივანიშვილის თხოვნა არ მივიღე. მე დავდე პირობა რომ პოზიციას არ შევიცვლი. ზეწოლა, ასეთი რამ არ ყოფილა. იყო ცხარე საუბარი, არგუმენტები. ჩემს დასმულ კითხვეზე პასუხი ვერ მივიღე. მივიღე მხოლოდ პასუხი, რომ ჩვენ ეს დაპირება გავეცით",- აღნიშნა ხუნდაძემ.