logo
ENG



ხუნდაძე აქციებზე: სჯობს ასეთი მოკლევადიანი რყევები, ვიდრე ქვეყანა არასტაბილურობის წინაშე დადგეს

15 ნოე 201914:33
3 წუთის საკითხავი
 
edyr6hr42fn6h80.png

უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე მიიჩნევს, რომ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციებს პერმანენტული სახე არ ექნება და პროტესტი მალე დასრულდება. ხუნდაძე მიიჩნევს, რომ მაჟორიტარებმა საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებით სწორი გადაწყვეტილება მიიღეს და ქვეყანას გრძელვადიანი კრიზისი ააცილეს. 

"არსებობს საფრთხე უმრავლესობის დაშლის. რა თქმა უნდა ჩემთვის გუნდის თითოეული წევრი არის ძვირფასი, მაგრამ თუ ისინი ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ, მე ამას პატივს ვცემ. აქციები რომ იქნებოდა და უმრავლესობაშიც იქნებოდა რყევები, რა თქმა უნდა ჩვენ ეს ვიცოდით. კიდევ ერთხელ ვამბობ, სჯობს ასეთი მოკლევადიანი რყევები, ვიდრე შემდეგ გრძელვადიანში ქვეყანა დადგეს არასტაბილურობის რეალური საფრთხის წინაშე. ამიტომ ჩვენ არ წავედით ამაზე", - განაცხადა ხუნდაძემ. 

შეგახსენებთ, რომ დიმიტრი ხუნდაძე არის ერთ-ერთი დეპუტატი, რომელმაც საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა. 

 


close დახურვა