
გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა" საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, რომ ის წარსულშიც წინააღმდეგი იყო პროპორციული საარჩევნო სისტემაზე გადასვლის. ხუნდაძის თქმით, თვითმართველობას დღეს ჭირდება მაშველი რგოლი მაჟორიტარი დეპუტატის სახით.
„პარლამენტში ხელმოწერა ხდება ინიცირებაზე. პრეისტორია პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე რაც ხდებოდა 2016 წლიდან, შეგიძლიათ სააგენტოებზე ნახოთ. ბევრი განცხადება არსებობს, რომ ხუნდაძე ამბობს, რომ წინააღმდეგია მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის შეცვლის. პირველი კომპრომისული დამოკიდებულება ჩემი იყო, რომ 2024 წელს გადავიდოდით პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე. ჩემი მოთხოვნა იყო, რომ თვითმმართველობა ყოფილიყო თვითმართველი. მათ დამარწმუნეს, რომ 2024 წლამდე თვითმმართველობა იქნებოდა თვითმმართველი. დღეს თვითმართველობა ვერ არის თვითმართველი იმდაგვარად, რომ არ ჭირდებოდეს დამატებითი რგოლი მაჟორიტარი დეპუტატის სახით," - განაცხადა ხუნდაძემ.
შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ დაპირება არ შეასრულა და 2020 წელს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი ჩააგდო.