logo
ENG



ხელისუფლება, რომელსაც საჯარო შენობაში შესვლისთვის სჭირდება პოლიციელთა კორდონი, დამთავრებულია

16 ნოე 201912:46
3 წუთის საკითხავი
 
nh52ivywm49fr22.jpg

„ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომა დასრულდა, პოლიცია აქციის მონაწილეებს გადაადგილების საშუალებას კვლავ არ აძლევს.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ნოდარ რუხაძის განცხადებით, ის ხელისუფლება, რომელსაც პოლიციის კორდონი სჭირდება შენობაში შესასვლელად, არის დამთავრებული.

„ზოგადად ის ხელისუფლება, რომელსაც საჯარო შენობაში შესვლისთვის სჭირდება პოლიციელთა კორდონი, ის ხელისუფლება, დამთავრებულია. ამ ადამიანებს აღარ გააჩნიათ ლეგიტიმაცია, მათი ერთადერთი წყარო არის კრემლი და ბიძინა ივანიშვილის მილიარდები, რომელსაც ჩვენ ძალიან მალე დავმათავრებთ ამ ქვეყანაში“, - განაცხადა ნოდარ რუხაძემ.

რუხაძის თქმით, დღეს აქცია პარლამენტთან ისევ გაგრძელდდება, სამოქალაქო აქტივისტმა მოქალაქეებს აქციაზე მოსვლისკენ მოუწოდა.

„დღეს ყველას გელოდებით ქვეყნის სამსახურში პარლამენტთან, როდესაც ამ მონებს დავშორდებით, გადავინაცვლებთ პარლამენტთან, სტანდარტულად იქ ვიქნებით“, - განაცხადა რუხაძემ.


close დახურვა