თბილისის მერიის ინფორმაციით, საახალწლო განათებების მონტაჟისთვის, 16 და 17 ნოემბერს, ღამის საათებში, აკაკი წერეთლის გამზირის ზოგიერთი ნაწილი ეტაპობრივად გადაიკეტება.
"16, 17 ნოემბერს 23:00 საათიდან 07:00 საათამდე წერეთლის გამზირზე საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი განხორციელდება. სამუშაოები აკაკი წერეთლის გამზირზე, თორნიკე ერისთავის ქუჩიდან - გიორგი ცაბაძის ქუჩის მიმართულებით მოხდება. სწორედ სამუშაოებიდან გამომდინარე, გამზირზე გზა ეტაპობრივად გადაიკეტება. სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფი“ ახორციელებს", - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
