logo
ENG



ამის დედას უნდა შე...ე! - ოცნების დეპუტატი აქციის მონაწილეზე პოსტს აქვეყნებს

18 ნოე 201910:24
3 წუთის საკითხავი
 
l2x97p8fywgmv8v.jpg

"ქართული ოცნების" დეპუტატმა და პარლამენტის წევრმა დიმიტრი სამხარაძემ სოციალური ქსელში მუქარის შემცველი პოსტი გამოაქვეყნა. დეპუტატი საჯაროდ აგინებს და ემუქრება ჯგუფ „პორნო პოეზიას“ ძველ ვოკალისტს, თორნიკე ქარჩხაძეს. სამხარაძე თავის მეგობრებს პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის ერთ-ერთი მონაწილის მოძებნაში დახმარებას სთხოვს.

„მეგობრებო ამ ბინძურს ვეძებ! გთხოვთ მაპოვნინოთ? ამის დედა უნდა ვატირო! ეს ბინძური მართლა ნაკერავზე უნდა გავხიო! ამის დედას უნდა შე...ე,“ - წერს "ქართული  ოცნების" დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე.

გავრცელებული ინფორმაციით, თორნიკემ სოციალურ ქსელში ბიძინა ივანიშვილზე და მის შვილზე ბერაზე პოსტი დაწერა, რასაც დეპუტატის გაღიზიანება მოჰყვა.

დეპუტატის პოსტი ფეისბუკიდან უკვე წაშლილია.

 


close დახურვა