logo
ENG



14 ოქტომბერს თავისუფლების მოედანზე უკრაინის დამცველთა დღისადმი მიძღვნილი აქცია გაიმართება

13 ოქტ 202210:10
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/13/7s978j02d0yjvbo.jpg

ხვალ, 14 ოქტომბერს თბილისში, თავისუფლების მოედანზე უკრაინის დამცველთა დღისადმი მიძღვნილი აქცია გაიმართება. აქცია 20:00 საათზე დაიწყება. 

"14 ოქტომბერი არის დღე, როდესაც უკრაინელები აღნიშნავენ ერთდროულად სამ დღესასწაულს: უკრაინის დამცველთა დღეს, უკრაინელი კაზაკების დღეს და ღვთისმშობლის შუამავლობის დღესასწაულს.

14 ოქტომბერს თბილისი შეუერთდება მსოფლიო კამპანიას #DefendingUkraine, სადაც საზეიმო აქცია გაიმართება, რომლის დროსაც პატივს მივაგებთ უკრაინის დამცველებს.

აქციის მონაწილეები თავისუფლების მონუმენტის ირგვლივ დადგებიან "დაცვის წრეში", თითქოს იცავენ მონუმენტს - თავისუფლების, დემოკრატიისა და თავისუფლების სიმბოლოს.

თითოეულ მონაწილეს შეუძლია ხელში ეჭიროს პლაკატი, რომელზეც აწერია: „როგორც ჩვენ ვიცავთ თავისუფლების ძეგლს, ისე მამაცი უკრაინის დამცველები და გმირები იცავენ ცივილიზებულ სამყაროს ტერორისტული რუსეთისგან ყოველდღე“.

ვიწვევთ უკრაინელებს და უკრაინის მეგობრებს შემოგვიერთდნენ ამ ღონისძიებაში. თან წამოიღეთ უკრაინის სიმბოლოები, დროშები, დახატეთ ფერადი პლაკატები", - წერენ აქციის ორგანიზატორები.


close დახურვა