logo
ENG



14 დღიანი საკარანტინო რეჟიმი სავალდებულოა რიგი ქვეყნებისთვის - ქუთაისის აეროპორტის განცხადება

12 მარ 202016:13
3 წუთის საკითხავი
 
dt4qge9q49w25vy.jpg

კორონავირუსთან დაკავშირებით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი განცხადებას ავრცელებს. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული ქვეყნებიდან, საიდაიანც საზღვარზე შემოსვლის შეზღუდული რეჟიმია ამოქმედებული, მოქალაქეებისთვის 14 დღიანი საკარანტინო ზონის გავლა სავალდებულო გახდა. 

"კორონავირუსის COVID-19 საქართველოში გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს საზღვარზე შემოსვლის შეზღუდული რეჟიმი ამ დროისთვის ვრცელდება შემდეგ ქვეყნებზე: გერმანია, საფრანგეთი, ავსტრია, ესპანეთი, იტალია, ჩინეთი, სამხრეთ კორეა და ირანი.

საქართველოს ყველა მოქალაქე, ვინც ამ ქვეყნებიდან დაბრუნდება, გაივლის 14-დღიან საკარანტინო რეჟიმს. ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა საზღვარზე კორონავირუსის კვლევის ცნობა უნდა წარადგინონ, ან გაიარონ საკარანტინო რეჟიმი. დამატებითი კონსულტაციისთვის გთხოვთ, მიმართოთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს", - ნათქვამია განცხადებაში. 


close დახურვა