logo
ENG



14 ივნისს ბრიუსელში NATO-ს სამიტი გაიმართება

13 ივნ 202112:26
3 წუთის საკითხავი
 

14 ივნისს ბრიუსელში NATO-ს სამიტი გაიმართება. 

ალიანსის წევრები კომუნიკეს მიიღებენ. 

ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, სამიტზე განსახილველ საკითხებს შორის იქნება რუსეთის აგრესიული ქცევა და ალიანსის ძლიერი შეკავების და თავდაცვის მიდგომა და დიალოგი.

"ისევე, როგორც ნატოს განგრძობადი მხარდაჭერა ჩვენს ღირებულ პარტნიორებთან - უკრაინასა და საქართველოსთან". - თქვა სტოლტენბერგმა. 

მისივე განცხადებით, ნატოს სამიტზე განიხილება ავღანეთის საკითხი, სადაც NATO-ს სამხედრო მისიები სრულდება, თუმცა, გაგრძელდება მათი მხარდაჭერა ავღანელი სამხედრო ძალების და ჯარის მიმართ. 

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი იმედოვნებს, რომ "სათანადოდ იქნება შეფასებული და დაფასებული საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი". 

"ჩვენ ჩვენი მხრივ ყველა ვალდებულებას პირნათლად ვასრულებთ, იმას, რაც არის განსაზღვრული ნატოს წინა სამიტების დეკლარაციებში თუ მიღებულ შეთანხმებაში. მოველით, რომ ეს სათანადოდ იქნება ასახული და დაფასებული". - თქვა ღარიბაშვილმა. 


close დახურვა