logo
ENG



14 წლის მსხვერპლი - შაბათის ფორმულა

07 ოქტ 202320:12
3 წუთის საკითხავი
 

14 წლის ბავშვს 28 წლის მოძალადემ, რომელმაც ის ცოლად მოყვანის მიზნით მოიტაცა, ცეცხლსასროლი იარაღიდან სამჯერ ესროლა. მანამდე ხეზე დაბმული წიხლებით სცემა. საზარელი მკვლელობა სოფელ იორმუღალოში იმ დროს მოხდა, როდესაც იძულებით ქორწინების გამო, გოგონა 28 წლის მოძალადისგან და მისი ოჯახისგან გაქცევას ცდილობდა. ბავშვმა მოძალადის სახლიდან გაპარვა რამდენჯერმე სცადა, ბოლო მცდელობა საბედისწერო და ტრაგიკული აღმოჩნდა, მოძალადემ მას ოჯახის წევრების თვალწინ ესროლა. მკვლელობას ბევრი თვითმხილველი ჰყავს, ბავშვი გაქცევას იმ დროს შეეცადა, როდესაც მოძალადის ოჯახი ბიძაშვილის ქორწილის სამზადისში იყო. ჩამოშლილი სახელმწიფოს და უმოქმედო საზოგადოების კიდევ ერთი, 14 წლის მსხვერპლი და კიდევ ერთი საზარელი ტრაგედია, რომლის თავიდან აცილება დროული და ადეკვატური მოქმედების შემთხვევაში, შესაძლებელი იყო.


close დახურვა