
მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ნათია მეზვრიშვილი 18 ნოემბრის აქციაზე სამოქალაქო აქტივისტების დაკავებასა და მათ პატიმრობაში დატოვებას ეხმაურება. მეზვრიშვილის თქმით, სახელმწიფო უწყებების პიკეტიკრება კანონდარღვევაა და ხელისუფლება მოიქცევა ისე, როგორს ამას კანონი მოითხოვს. „პიკეტირება უკანონო ქმედებაა. ვგულისხმობ დაწესებულებების ბლოკირებას. სამწუხარო ფაქტი იყო აქციის მონაწილეების მხრიდან. პოლიციამ იმოქმედა კანონის სრული დაცვით და იმედი მაქვს, რომ მსგავს ინციდენტებს ადგილი არ ექნება აქციების მიმდინარეობის პროცესში“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.