
პრინც ენდრიუს დროებით უფლებამოსილება შეეზღუდა. ელისაბედ მეორეს შვილი საჯარო ღონისძიებებზე სამეფო ოჯახს დროებით აღარ წარმოადგენს. გადაწყვეტილება პედოფილიაში ბრალდებულ მილიარდელთან - ჯეფრი ეპშეინთან დაკავშირებული სკანდალის გამო მიიღეს.
ეპშტეინის საქმის გამოძიებისას ერთ-ერთმა მოწმემ თქვა, რომ 17 წლის ასაკში სექსუალული კავშირი პრინცთანააც ჰქონდა, რომელიც მილიარდელის მეგობარი იყო. სამეფო ოჯახი ბრალდებას უარყოფს. პრინცი ენდრიუ აცხადებს, რომ ყველა მსხვერპს თანაუგრძნობს და მზადაა გამოძიებასთან ითანამშრომლოს.