logo
ENG



ხუნდაძე: უმრავლესობაშიც შედგა ის შეთანხმება, არჩევნები დარჩება შერეული სისტემით როგორც არის დღეს

25 ნოე 201912:53
3 წუთის საკითხავი
 
qo2g027ur0qh349.jpg

პარლამენტში უკვე მივიდა მაჟორიტარი დეპუტატი, დიმიტრი ხუნდაძე, რომელმაც შესვლამდე მედიასთან კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ გუნდში მოხდა შეთანხმება, რომლის თანახმადაც 2020 წლის არჩევნები ჩატარდება შერეული საარჩევნო სისტემით.

„გუშინდელი ჩვენი შეთანხმება ლიდერთან დღეს გავაცნით უმრავლესობას. უმრავლესობაშიც შედგა ის შეთანხმება, რაც იყო გუშინ - არ შევეხებით 2020 წლის საარჩევნო სისტემის შეცვლაზე და ის დარჩება შერეული სისტემით, როგორც არის დღეს პარალელურად გავაგძელებთ მუშაობას მაჟორიტარული სისტემის სასარგებლოდ 200 000 ხმის მოგროვებას, შემდეგ კვირას დავარეგისტრირებთ კანონპროექტს მეტად დახვეწილს საინიციატივო ჯგუფთან ერთად და დავიწყებთ რეგიონებში გასვლას, რაც შეეხება პლებისციტს, ის ჩატარდება ან 2020 წელს, არჩევნებს დავამთხვევთ, რომ არ იყოს ზედმეტი ხარჯი და შესაძლოა ეს იყოს თვითმმართველობის არჩევნებზე, შესაბამისად როგორი იქნება ხალხის დამოკიდებულება იმის მიხედვით გავაგრძელებთ მოქმედებას“,-განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

შეგახსენებთ, რომ საკანონმდებლო ორგანოში ჩანიშნულია. ასევე 15:00 საათზე ჩანიშნულია ბიურო, სადაც დამტკიცდებიან კომიტეტის თავმჯდომარეები და ასევე პარლამენტის თავმჯდომარე გააკეთებს განცხადებას.

 


close დახურვა