პოპულიზმი, თუ რეალური რეფორმა, სპეციალისტებს ჯერ კიდევ არ აქვთ ახსნა, კონკრეტულად რას გულისხმობს ჯანდაცვის მინისტრის გაფრთხილება. აზარაშვილმა თქვა, რომ ფარმაცევტული კომპანიების მიერ საბოტაჟის მცდელობის შემთხვევაში რეაგირებაც იქნება. ეს განცხადება მინისტრმა იმ მედიკამენტების სიასთან ერთად გაავრცელა, რომელზეც 15 თებერვლიდან ზედა ზღვარი დაწესდება. უფრო ძვირად ფარმაცევტული კომპანიები მედიკამენტს ვეღარ გაყიდიან, ერთ-ერთი მთავარი რისკი, რაც ამ რეფორმას შესაძლოა, მოჰყვეს, წამლებზე დეფიციტია. როგორ დააზღვევს ამ რისკს მთავრობა, უცნობია.