logo
ENG



15 პრობლემური საკითხი, რაც ღარიბაშვილს ბრიუსელში ვიზიტისას გადასცეს - ფორმულას ექსკლუზივი

26 მაი 202217:14
3 წუთის საკითხავი
 

ფორმულამ ექსკლუზიურად მოიპოვა დამატებითი თემები იმ 20-პუნქტიანი ჩამონათვალიდან, რომელიც ევროკავშირისთვის პრობლემურია და რის გამოც საქართველომ შესაძლოა EU-ის კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღოს.

დოკუმენტი ირაკლი ღარიბაშვილს ბრიუსელში ვიზიტის დროს გადასცეს.

საუბარია 15 პუნქტსა და პრობლემურ საკითხებზე, მათ შორის პოლიტიკურ მართლმსაჯულებაზე, მედიაზე თავდასხმაზე, გაცემული პირობების დარღვევაზე, ოპოზიციის წევრებისთვის მანდატების შეჩერებასა და სუს-ის კრებსებზე. 

პრობლემური საკითხების ჩამონათვალი 20-პუნქტიანია, მათ შორის 15 არის შემდეგი:

1. 5 ივლისი - ჟურნალისტებსა და დემონსტრანტებზე ძალადობის ორგანიზატორების დაუსჯელობა;

2. 14, 29 დეკემბერს მოსამართლეების დანიშვნა, - ეუთო-ODIHR-ის და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გაუთვალისწინებლობა;

3. შარლ მიშელის დოკუმენტიდან გამოსვლა;

4. 27 აგვისტო -  ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარების სამართლებრივი კრიტერიუმის შეუსრულებლობა, - 75 მილიონი ევროს მიღებაზე ქართული ოცნების უარი;

5. 7 სექტემბერი - საკონსტიტუციო ცვლილებები, გენერალური პროკურორის არჩევის წესისა და საარჩევნო რეფორმის შესახებ;

6. 13 სექტემბერი -  უკანონო მოსმენა, მათ შორის დიპლომატიური კორპუსის;

7. საპარლამენტო არჩევნების პირველი და მეორე ტურების შეფასება;

8. ორი ახალი მოსამართლის დანიშვნა იუსტიციის საბჭოში;

9.  განსაკუთრებული ინტერესის პატიმრის, სააკაშვილის უფლებების დაცვაზე წუხილები, გლდანში გადაყვანის ეპიზოდი;

10. 30 დეკემბერი - სახელმწიფო ინსპექტორის ინსტიტუტის გაუქმება;

11. 30 დეკემბერი - საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებები;

12. 18 იანვარი -  ევროპარლამენტთან თანამშრომლობის "ჟან მონეს დიალოგის" ფორმატის ჩაშლა, -  შალვა პაპუაშვილის უარი ევროპარლამენტარებთან შეხვედრაზე - ჩაშლილი ვიზიტი;

13. 5 თებერვალი - ოპოზიციონერებისთვის მანდატის შეწყვეტა;

14. 15 თებერვალი - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში კანდიდატების დანიშვნის გაუმჭვირვალე პროცესი;

15. 16 მაისი - ნიკა გვარამიასა და სხვა თანამშრომლებისთვის გამოტანილი სასჯელი

24 მაისს ფორმულამ ექსკლუზიურად მოიპოვა 8 პუნქტი  ევროკავშირისთვის პრობლემური საკითხების იმ ჩამონათვალიდან, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილს 17-18 მაისს, ბრიუსელში ვიზიტისას გადასცეს.


close დახურვა