logo
ENG



გიუნტერ კრიხბაუმი: უკუსვლა, რასაც ახლა საქართველოში ვხედავთ, სამწუხაროა

17 მარ 202614:43
3 წუთის საკითხავი
 
2026/03/17/m7smtu36hpx9o9i.jpg

გერმანიის ევროპის საქმეთა სახელმწიფო მინისტრმა გიუნტერ კრიხბაუმიმ ევროსკოპთან საუბრისას განაცხადა, რომ საქართველო ადრე ბევრად წინ იყო ევროპული ინტეგრაციის გზაზე, თუმცა დღეს აშკარა უკუსვლა შეინიშნება.

მინისტრმა ევროსკოპთან აღნიშნა, რომ ქვეყნის ევროპული მომავალი თავად საქართველოზეა დამოკიდებული.

"სამწუხაროდ, საქართველო გაცილებით წინ იყო და ეს უკუსვლა, რასაც ახლა საქართველოში ვხედავთ, სამწუხაროა. განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობისთვის, რადგან ისინი მოუთმენლად ელიან ევროპას და ევროკავშირს. მაგრამ, როგორც იცით, ბოლო ანგარიშში, რომელიც მარტა კოსმა წარადგინა, თქვა, რომ საქართველო კანდიდატი ქვეყანა მხოლოდ ქაღალდზეა. ასე რომ, საქართველოზეა დამოკიდებული, წინ წავიდეს და ევროკავშირის მიმართულებით იაროს. სწორედ ამ მიზნისთვის აუცილებელია ევროპული ღირებულებების, დემოკრატიის, თავისუფლების, პრესის თავისუფლების, აზრის თავისუფლების გაზიარება და სამწუხაროდ, ეს საქართველოში გარანტირებული აღარ არის", - თქვა გიუნტერ კრიხბაუმიმ.


close დახურვა