logo
ENG



15 წლის მოზარდის გარდაცვალების გამო, ოპოზიცია საკრებულოსთან პროტესტს აჩერებს

17 დეკ 201922:34
3 წუთის საკითხავი
 
a0z99rxmlipjjty.jpg

 

15 წლის მოზარდის გარდაცვალების გამო, ოპოზიცია საკრებულოსთან პროტესტს აჩერებს.

ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ელენე ხოშტარიამ, გადაცემაში „სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულა“ განაცხადა.

ოპოზიციის წარმომადგენლები საკრებულოსთან დეპუტატ ერეკლე კუხიანიძის გადადგომას მოითხოვდნენ, რომელმაც ოკუპანტების მიერ დაკავებული ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მისამართით, შეურაცხმყოფელი განცხადებები გააკეთა.

„გვქონდა გეგმა ღამე აქ დავრჩენილიყავით და დილას გაგვეგრძელებია პროტესტი. ამ ტრაგედიის ფონზე მორატორიუმს ვაცხადებთ. ოღონდ არავინ ჩათვალოს რომ თემა იხურება და ერთი უბედურება მეორეს გადაფარავს. ახლა შეუძლებელია ხვალ გამოვიდეთ და პროტესტი გავაგრძელოთ. ველოდებით უმრავლესობის შეკრებას, რომელიც დიდი იმედი გვაქვს რომ მალე იქნება“, - აცხადებს ელენე ხოშტარია.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ 15 წლის მოზარდმა თვითმკვლელობა სცადა და მე-9 სართულიდან გადმოხტა. ის, დღეს იაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა. თვითმკვლელობის მცდელობას წინ უძღოდა „მწვანე სკოლაში" მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მოზარდის პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით დაკითხვა. ადვოკატის ინფორმაციით, მოზარდზე პოლიციაში ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა.

 

 


close დახურვა