logo
ENG



15 წლის მოზარდს ვეუბნებით ბოდიშს - იაშვილის კლინიკასთან აქტივისტები მივიდნენ

18 დეკ 201907:57
3 წუთის საკითხავი
 
d98pc2g10vd7dty.jpg

გარდაცვლილი 15 წლის მოზარდის ოჯახის წევრების მხარდასაჭერად, იაშვილის კლინიკასთან მოძრაობა "სირცხვილიას" წევრები მივდინენ. სამოქალაქო აქტივისტები აცხადებენ, რომ მოზარდი სისტემის მსხვერპლია. სოლიდარობის ნიშნად მათ კლინიკასთან ყვავილები და სანთლები მიიტანეს. 

"სოლიდარობას ვუცდაებთ ოჯახს. დიდი ტრაგედიაა რაც მოხდა და არ შეიძლება საზოგადოების მხრიდან უპასუხოდ დარჩეს, რადგან სისტემა ყარს და ეს არაა პირველი შემთხვევა. ლუკა მოკლა სწორედ სისტემამ",-აღნიშნა ანა ჭარხალაშვილმა. 

გიგა მაქარაშვილის თქმით, აქტივისტები თავიანთი პროტესტის სახით გარდაცვლილ მოზარს ბოდიშს უხდიან, რაგან ისიც სისტემის მსხვერპლია.

"15 წლის მოზარდს მე და ჩემი მეგობრები ვეუბნებით ბოდიშს, რადგან ვერ დავიცავით სისტემისგან, რომელიც ისევ კლავს",-აცხადებს მაქარაშვილი.

 

 


close დახურვა