logo
ENG



ფოფხაძე ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრაზე: უპრიანი იქნებოდა მხარე ყოფილიყო არა კობახიძე, არამედ ხუნდაძე

29 ნოე 201914:21
3 წუთის საკითხავი
 
j76rgc7a692sj7u.jpg

"უპრიანი იქნებოდა მხარე ყოფილიყო არა ირაკლი კობახიძე, არამედ დიმიტრი ხუნდაძე და კახა ოქრიაშვილი, ან დაჩი ბერაია", - ასე აფასებს დამოუკიდებელი დეპუტატი გედევან ფოფხაძე ოპოზიციასა უმრავლესობას შორის გერმანული მოდელის განსახილველად დაგეგმილ შეხვედრას. 

გედევან ფოფხაძე მიიჩნევს, რომ კონსენსუნსზე საუბარი ჯერ ნაადრევია, რადგან არსებობს ალბათობა, რომ მმართველი გუნდი გადაწყვეტილების მიღებისას ერთსულოვანი ისევ არ იქნება. 

"კონსენსუსის შესაძლებლობა ჯერ ადრეა. ჯერ დიალოგის სივრცეზე უნდა ვისაუბროთ. უპრიანი იქნებოდა მხარე ყოფილიყო არა ირაკლი კობახიძე, არამედ დიმიტრი ხუნდაძე და კახა ოქრიაშვილი, ან დაჩი ბერაია, რადგან გადაწყვეტილება მიიღეს მათ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები არ მომხდარიყო. ამიტომ, ვინც ისედაც ამბობს, რომ ეს ცვლილებები საჭიროა, მათთან რაღა დიალოგია საჭირო. გაურკვეველია რაზეც არ უნდა შევთანხმდეთ, მათ შეუძლიათ გუნდის შიგნით მაინც ვერ მიაღწიონ შეთანხმებას",- აღნიშნა ფოფხაძემ.

ფოფხაძის თქმით, ხვალინდელ მოლააპარაკებას შესაძლოა, მხარის მიერ გუნდის მანდატის არქონის გამო, აზრიც არც ჰქონდეს. 

"ჩვენ უნდა ვიცოდეთ, აქვს თუ არა მოლაპარაკების მხარეს გუნდის მანდატი და აქედან გამომდინარე აქვს თუ არა მოლაპარკებას აზრი. კობახიძის თქმით, გერმანული მოდელი შეუძლებელია. ჩემი აზრით ამ მოდელთან მიმართებაში მთავარი პრობლემა იქნება მაინც ის, რომ ორი პარტიით არ გამოვიდეს რომელიმე სუბიექტი და გერმანული მოდელი არ დაანგრიოს. იდეაში გერმანული მოდელი სამართლიანია და არსებულ სიტუაციაში ეს მოდელი არც მაჟორიტარებისთვისაც არ უნდა იყოს მათ შორის მიუღებელი. პოლიტიკური ნება რომ ყოფილიყო ივანიშვილს მაშინ ნულოვანი ბარიერი კი არ უნდა ეთქვა, მაშინვე შეეძლო ეთქვა რომ გერმანულ მოდელს გვთავაზობდა. როცა 6 თვის თავზე მოხდა გუნდის შიგნით გაუგებრობა და ეს აღმოჩნდა იმის მერე როცა 93 კაცმა დაპირებას ხელი მოაწერა, რთულია ახლა მსჯელობა",- აღნიშნავს ფოფხაძე. 

რაც შეეხება პროცესებში დიპლომატიური კორპუსის ჩართულობას, მისი განმარტებით ამ შემთხვევაშიც შესაძლეებლია "ქართულმა ოცნებამ" საერთაშორისო პარტნიორები მოატყუოს.

"დიპლომატიური კორპუსის უფრო აქტიური მონაწილეობა თავისი გარკევული წონის მატარებელია, მაგრამ ის ტყუილი რაც უკვე სახეზეა, მარტო ჩვენი მისამართით ხომ არ განხორციელებულა. 6 თვე რომ ეს ხალხი უცხოელ პარტნიორებს ატყუებდა, რატომ არ შეიძლება რომ მათ ისევ უთხრან, რომ ეს შეუძლებელია. ამას ჯობია ვენეციის კომისიაში ახლავე გავაგრძელოთ გერმანული მოდელი და მივიღოთ დასტური, რომ ის შესაძლებელია მისი განხორციელება. თუ პარლამენტში საჭირო მხარდაჭერას ვერ მიიღებს, მაშინ თავიდანვე აპირებდა "ოცნება" ხალხის მოტყუებას და ეს გამოჩნდება.  ქვეყნის იმიჯი დააზარალა თავად ფაქტმა და ეს პროცესი ამ ყველაფრის გამოძახილია. როცა აღარ ენდობი ხელისუფლებას გადაწყვეტილების ნაწილში, საარჩევნო ნაწილში რატომ უნდა ენდო. სკოლის დირექტორების საქმე არ არის საარჩევნო ხმების მობილიზება. ხელისუფლებამ თუ არჩევნები არადემოკრატიულად ჩაატარა, მაშინ საარჩევნო სისტემებზე საუბარსაც არ ექნება აზრი",-აღნიშნა ფოფხაძემ. 

 


close დახურვა