logo
ENG



დიტო საძალგიშვილი გვარამიას საქმეზე: დარწმუნეული ვარ რომ, გადაწყვეტილებას არ იღებენ მოსამართლეები

04 დეკ 201908:29
3 წუთის საკითხავი
 
unms4wr4n3bkvxg.jpg

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ნიკა გვარამიას წინასასამართლო სხდომა გაიმართება. „მთავარის" დირექტორთან ერთად ბრალდებული „რუსთავი 2-ის" ყოფილი ფინანსური დირექტორი კახა დამენია და „ინტერმედია პლიუსის" დირექტორი ზურაბ იაშვილი არიან. დღევანდელ სხდომაზე მხარეები მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ.

"მტკიცებულებების დასაშვებობის განხილვა მოხდება. რაც შეეხება იმას, რა დასასრული ექნება ამ საქმეს, ჯერჯერობით ეს შორეული პერსპექტივაა. თუმცა, დარწმუნეული ვარ, რომ ამ გადაწყვეტილებას არ იღებენ მოსამართლეები და ეს დამოკიდებულია იმაზე, როგორი ვითარება იქნება ქვეყანაში",-განაცხადა დიტო საძალგიშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ გვარამიას, დამენიასა და იაშვილს ბრალად ედებათ „რუსთავი 2-ის" კუნთვნილი ქონებრივი უფლების გაფლანგვა, უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია, კომერციული მოსყიდვა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება, ასევე სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება.    


close დახურვა