ივანიშვილი საქართველოს წინააღმდეგ. 7 აგვისტოს, რუსული აგრესიიდან 16 წლის თავზე, ოლიგარქის პარტიამ დამნაშავედ საქართველო გამოაცხადა და რუსეთს პასუხისმგებლობა ჩამოაცილა. ოლიგარქმა საქართველოს ბრალი დასდო, რომ დასავლეთთან ერთად რუსეთს პროვოკაცია მოუწყო. უფრო მეტიც, ქართული ოცნება დაპირებას იძლევა, რომ ამ საკითხზე სასამართლოს მოაწყობს და მოსარჩელე თავად იქნება. პუტინი და ივანიშვილი - სწორედ ესენი ადანაშაულებენ საქართველოს დამნაშავედ, როცა მთელი საერთაშორისო საზოგადოებისთვის აგრესორი რუსეთია.