logo
ENG



1700 ლარამდე ღირებულების თამბაქოს ნაწარმი მოიპარა - დააკავეს 1 პირი

07 ნოე 202611:42
3 წუთის საკითხავი
 
2026/11/07/i0qo0ccm4x0ycuj.png

თბილისში, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ქურდობისა და ქურდობის მცდელობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.

შსს-ს ცნობით, ბრალდებულმა თანმხლებ პირებთან ერთად, თბილისში, საბურთალოს რაიონში მდებარე ერთ-ერთ მარკეტში უკანონოდ შეაღწია და 1 700 ლარამდე ღირებულების თამბაქოს ნაწარმი მოიპარა.

"სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს, სხვა მარკეტში ქურდობის მცდელობისას დააკავეს.

დანაშაულში მონაწილე სხვა პირების გამოვლენისა და სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს", - ნათქვამია ინფორმაციაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე და 19-177-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


close დახურვა