logo
ENG



OC Media მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტას ვრცელ პუბლიკაციას უძღვნის

13 დეკ 201909:00
3 წუთის საკითხავი
 
n5r7z7itts1jt5d.jpg

ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტას ვრცელ პუბლიკაციას უძღვნის ამიერკავკასიის საკითხებზე მომუშავე მედიასაშუალება. „ოუფენ კავკასუს მედია" სტატიაში წერს, რომ პოლიტიკოსს დეპუტატის მანდატი მას შემდეგ შეუწყვიტეს, რაც ის ძალის გადამეტებაში სცნეს დამნაშავედ. პუბლიკაციაში ვკითხულობთ, რომ მელიასთვის უფლებამოსილების შეწყვეტის სასარგებლოდ 88 კანონმდებელმა მისცა ხმა. პარლამენტმა ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დააყენა, რაც ბანკი „ქართუს" გაკოტრების საქმეზე, სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ნაწილში პოლიტიკოსის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს. სასჯელის სახით მელიას დამატებით 2 წლითა და 3 თვის ვადით თანამდებობის დაკავების უფლებაც ჩამოერთვა.

 


close დახურვა