
არა ლობიოს სამართალს - ამ ლოზუნგით სამოქალაქო აქტივისტებმა თბილისის საქალაქო სასამართლოში აქცია-პერფორმანსი გამართეს და საქალაქო სასამართლოში ლობიანი მიიტანეს. მათი თქმით, ისინი ივანიშვილის უკანონო დაკავებებს აპროტესტებენ, აქტივისტებმა ასევე ამერიკელი კონგრესმენების წერილზეც ისაუბრეს და მოსამართლე ვალერიან ფილიშვილი გააფრთხილეს, რომ თავი გადაირჩინოს, რათა არ გახდეს იმ სანქციების ნაწილი, რომლითაც აშშ ხელისფულებას ემუქრება.
„ივანიშვილი შევიდა ყველა დიქტატორის უკანასკნელ სტადიაში დაიწყო მასობრივი დაკავებები, პოლიტიკურმა ზეწოლამ იმხელა მასშტაბი მიიღო, რომ უკვე მსოფლიოს არც ერთი წამყვანი დემოკრატიული სახელმწიფო და მისი ხელმძღვანელი არ დარჩენილან ვინც არ გამოხმაურებულა ამ დევნას ბედობა დღეს ბარბარობას მან შეგვახვედრა სასამართლოში, მაგრამ ეს სასამართლო ჩვენ დაგვებედება, მაგრამ მომავალ წელს ბედობას შევხვდებით მის პროცესზე. რაც შეეხება ლობიოს სამართალს, რომელიც ამ ქვეყანაში უნდა დავასრულოთ ეს ძალიან მალე დასრულდება ხოლო მოსამართლე ფილიშვილს კი ვურჩევთ, რომ მან თავი გადაირჩინოს რათა არ გახდეს იმ სანქციების ნაწილი, რომლითაც ამერიკის შეერთებული შტატები აფრთხილებს და ემუქრება მის მონა ჯალათებს, სხვა შემთხვევაში მას ამ ლობიანების ნაცვლად შეხვდება უმი ლობიო, რომელიც არის მონების საკვები“,-განაცხადა ერთ-ერთმა აქტივისტმა.
შეგახსენებთ, დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში თამლიანის ბუღაშვილისა და სხვა პირების, რომლებიც 20 ივნისის ღამეს დააკავეს, სასამართლო პროცესი გაიმართა.