
"ფორმულას" მიერ გავრცელებული ინფორმაცია დადასტურებულია - „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დავალებით, დიპლომატიური მისიები დარბეული აქციების შესახებ პარტნიორი ქვეყნების პარლამენტებს წერილებს უგზავნის.
რა ფორმით ახორციელებს თავის მართლებას ბიძინა ივანიშვილის გუნდი, ამას არ აკონკრეტებენ, „ფორმულამ“ კი დამატებითი დეტალები დაადგინა - დიპლომატიური მისიების გამოყენება პარტიული დავალების შესასრულებლად და ოპოზიციის დისკრედიტაციის მიზნით ხდება. ვინც ამ პოლიტიკურ დაკვეთას სათანადოდ არ შეასრულებს, სავარაუდოდ, მას საელჩოდან გაწვევა ემუქრება. დიპლომატიურ მისიებში საკადრო ცვლილებები დაანონსდა.
პრემიერ მინისტრი ადასტურებს, რომ რუსთაველის გამზირზე დარბეული აქციების შესახებ ამერიკის საკანონმდებლო ორგანოს დამატებით ინფორმაციას მიაწვდის. როდის და რა ფორმით შეეცდება უცხოელ კანონმდებლებთან თავის გამართლებას - დამატებით კითხვებს გიორგი გახარიამ დღეს აღარ უპასუხა.