logo
ENG



წულუკიანი ლუკა სირაძის საქმეზე: ვაკვირდები გაფართოვდება თუ არა პასუხისგებაში მისაცემი პირების სპექტრი

19 დეკ 201911:49
3 წუთის საკითხავი
 
swue09mcg9hncl9.jpg

„ყურადღებით ვაკვირდები გაფართოვდება თუ არა პასუხისგებაში მისაცემი პირების სპექტრი,“- ამის შესახებ განცხადებას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აკეთებს. მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, წულუკიანმა განმარტა, რომ საქმეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იძიებს და მათ ნაცვლად ის ვერც დასკვნებს ვერ გააკეთებს და ვერც მითითებებს ვერ გასცემს. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ კერძო სკოლებიც დაექვემდებარონ იმ მოთხოვნებს, რომელსაც საჯარო სკოლები ექვემდებარებიან.

„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მხრიდან ორი მიმართულებით გამოვიჩინოთ უფრო მეტი დაკვირვებაც და ყურადღებაც.  ერთი არის - გამოძიება, რომელიც მიჰყავს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, ეს არის დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანო, რომელიც ასეთი საკითხების გამოძიებისთვის სპეციალურად შეიქმნა კანონით, მეც როგორც თქვენ ყურადღებით ვაკვირდები გაფართოვდება თუ არა გამოსაკითხი ან/და პასუხისგებაში მისაცემი პირების სპექტრი, მაგრამ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ნაცვლად ჩვენ ვერც დასკვნებს ვერ გავაკეთებთ და ვერც მითითებებს მივცემთ მათ.

"მეორე მიმართულება არის - მიმართულება, რომელიც ეხება განათლების სისტემაში სიახლეების შეტანას და მინისტრმა ბრძანა, რომ მას ექნება ხედვა და სამოქმედო გეგმა. ერთადერთი, რასაც ჩვენ ხაზი უნდა გავუსვათ და მივესალმოთ არის ის, რომ ვიფიქროთ, რომ კერძო სკოლები დაექვემდებარონ იმავე ტიპის მოთხოვნებს, რა მოთხოვნებსაც ექვემდებარებიან საჯარო სკოლები. ეს უნდა იყოს ერთ-ერთი ფუნდამენტი იმ სამოქმედო გეგმისა, რომელიც იქნება წარმოდგენილი. სკოლა თუ არის კერძო ეს არ უნდა ნიშნავდეს იმას, რომ ისინი არიან განცალკევებული და განყენებული სამყარო და მათ არ უნდა შეეხოთ თუნდაც მკაცრი რეგულაციები,“ - განაცხადა თეა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განათლების მინისტრმა განაცხადა, რომ მოხდება მანდატურის სამსახურისა და სფიქო-სოციალური სამსახურის გაძლიერება.

 


close დახურვა