logo
ENG



ეს პრაქტიკულად ტელევიზიის გაჩერებას ნიშნავს - ტელეკომპანია კავკასიას ინკასო დაედო

25 დეკ 201917:55
3 წუთის საკითხავი
 
zz1ofrgb8lbqzr2.jpg

ტელეკომპანია „კავკასიას“ ინკასო დაედო. ამის შესახებ ინფორმაცია „ფორმულას“ არხის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ნინო ჯანგირაშვილმა დაუდასტურა. ტელეკომპანია „კავკასიის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ინფორმაციას სოციალურ ქსელშიც ავრცელებს.

„აჰა, მოვიდა ინკასო იგი და დაედო ჩემს ანგარიშებს. მადლობა მთავრობას. ეს პრაქტიკულად ტელევიზიის გაჩერებას ნიშნავს, რადგან ორგანიზაცია ვერ შეძლებს ვერანაირი ოპერაციის განხორციელებას. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ივანიშვილის ტელევიზიებს – იმედს, რუსთავს და მაესტროს ბიუჯეტის 55 მილიონი მართებთ და არავინ აპირებს ამის გამო ტელევიზია გაუჩეროს. საჭიროც აღარ არის მგონი რამის თქმა. ყველაფერი ისედაც გასაგებია,“ - წერს ნინო ჯანგირაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ფინანსთა სამინისტრომ ტელეკომპანიებს მიმდინარე დავალიანებების დასაფარად 1 დღიანი ვადა მისცა. ტელეკომპანია „კავკასიის“ პრინციპული პოზიციაა, რომ ისინი არ გადაიხდიან დავალიანებას ვიდრე ხელისუფლების მიმართ ლოიალურად განწყობლი მედიასაშუალებები არ დაიწყებენ დავალიანებების გადახდას. საუბარია სამ ტელეკომპანიაზე, "რუსთავი 2-ზე", "მაესტროსა" და "იმედზე". მიმდინარე ვალის ოდენობა არ კონკრეტდება, თუმცა მთლიანობაში ამ ტელევიზიების ჯამური დავალიანება ბიუჯეტის მიმართ 55 მილიონ ლარს შეადგენს.


close დახურვა