17 აპრილის დილას რუსეთმა კიევთან, ქალაქ ბროვარიზე საჰაერო იერიში მიიტანა.
ბროვარის მერის, იჰორ საპიჟკოს განცხადებით, დაზიანდა ინფრასტრუქტურული ობიექტები, შესაძლებელია, შეფერხდეს ელექტროენერგიის და წყლის მიწოდება.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერის, იგორ კონაშენკოვის მტკიცებით, ბროვარიში მათ საბრძოლო მასალის ქარხანა დააზიანეს.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბომბი ჩამოვარდა კიევშიც, თუმცა, დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
ბოლო 3 დღეა, რუსეთი თავს ესხმის უკრაინის დედაქალაქს და მის შემოგარენს.