17 მარტს, 13:00 საათზე, სასულიერო პირები სამების საკათედრო ტაძრიდან ქალაქის ცენტრალური ქუჩებისკენ დაიძვრებიან და აკურთხებენ. ამის შესახებ არქიდიაკონმა დემეტრემ სამების საკათედრო ტაძარში განაცხადა.
არქიდიაკონის თქმით, ეს პატრიარქის ბრძანებაა.
"ყოველდღიურად უნდა იყოს წაკითხული ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის დაუჯდომელი. ეს დაუჯდომელი უნდა იქნეს წაკითხული ყოველდღე, თითოეული ჩვენგანის მიერ, თავის კანონთან ერთად. ყოველი წირვის შემდეგ მოხდება ნაკურთხი წყლის სხურება ტაძრის გარშემო და მიმდებარე ქუჩებზე. ხოლო სამშაბათს, 17 მარტს სამების ტაძრიდან 13:00 საათისთვის დაიძვრება რამდენიმე მანქანა სხვადასხვა მიმართულებით და სამღვდელოების მიერ იკურთხება და ისხურება ქალაქის ძირითადი ქუჩები", - განაცხადა არქიდიაკონმა.