საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ხვალ სალომე ზურაბიშვილი მოლდოვაში გაემგზავრება და პრეზიდენტ მაია სანდუს შეხვდება.
მათი ინფორმაციით, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მოლდოვას პრეზიდენტთან მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში, დელეგაციების თანხლებითაც შედგება, რის შემდეგაც პრეზიდენტები მედიისთვის პრესკონფერენციას გამართავენ.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, შეხვედრები დაგეგმილია მოლდოვას რესპუბლიკის პრემიერმინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთანაც.