
საკადრო ცვლილებები თავდაცვის სამინისტროში. ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილედ და გენერალური შტაბის უფროსად ბრიგადის გენერალი გიორგი მათიაშვილი დაინიშნა. თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის უკვე ყოფილი უფროსი, გენერალ-მაიორი ზაზა ჩხაიძე კი თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილედ დაინიშნა. თავდაცვის ძალების მეთაურის კიდევ ერთი მოადგილე, გენერალ-მაიორი შალვა ჯაბახიძე თანამდებობიდან გათავისუფლდა და ეუთოში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო წარმომადგენლად დაინიშნა.