logo
ENG



18 მაისიდან შსს სერვისების აღდგენას დაიწყებს

16 მაი 202014:55
3 წუთის საკითხავი
 

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო 18 მაისიდან სერვისების ეტაპობრივ აღდგენას დაიწყებს. პირველ ეტაპზე აღდგება მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული  გამოცდები მათთვის, ვისაც თეორიული გამოცდა უკვე ჩაბარებული აქვს, ასევე  ავტომანქანების ძველი სანომრე ნიშნების შეცვლის სერვისი. რაც შეეხება სხვა სერვისებს, ამ შემთხვევაში განაცხადების მიღება ელექტრონული ფორმით მოხდება.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო ეტაპობრივად იწყებს შეზღუდული სერვისების აღდგენას. აღდგება ყოველდღიური სამუშაო რეჟიმი. შესაძლებლობა იქნება მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება იმ პირებისთვის, ვისაც ჩაბარებული აქვს თეორიული გამოცდა. აგრეთვე 18 მაისიდან შესაძლებელი იქნება სანომრე ნიშნების შეცვლა ახალი ნომრებით“, - აცხადებს შსს მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილე.

 


close დახურვა