logo
ENG



18 წლის ქალის სექსუალური შევიწროებისთვის სასამართლომ ტაქსის მძღოლი 300 ლარით დააჯარიმა

03 ივნ 202113:27
3 წუთის საკითხავი
 
2021/06/03/n0r9mflucnh0plh.jpg

ტაქსის მძღოლი, რომელმაც 18 წლის ქალი სექსუალურად შეავიწროვა, სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 300 ლარით დააჯარიმა. სასამართლო პროცესი გუშინ, 2 ივნისს გაიმართა.

შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. როგორც დაზარალებული მარიამ ბეგიაშვილი ამბობს, მგზავრობისას მძღოლი უცნობი გზით მიდიოდა და მასთან არასასურველი კომუნიკაციის დამყარებას ცდილობდა.

საქმის მასალებში არის აუდიო ჩანაწერიც, რომელიც ქალმა მგზავრობისას ჩაიწერა.

დაზარალებული მგზავრობის დეტალებს იხსენებს და ამბობს, რომ ტაქსის მძღოლი მას ფიზიკურადაც შეეხო.

"შემეშინდა იმიტომ, რომ მარტო, ღამის საათებში ვმგზავრობდი ტაქსით და ტაქსის მძღოლი ჩემი სხეულის ფორმებზე ძალიან ცუდად აპელირებდა. მომთხოვდა ჩემი ფეისბუქის და ინსტაგრამის კონტაქტები... ხელი გადმოწია და მუხლზე ამისვა, შემეძლო, რომ თავდაცვის კუთხით რაიმე ქმედება განმეხორციელებინა, მაგრამ იმდენად შეშინებული ვიყავი, რომ ვერც ვსაუბრობდი და მთლიანად სხეული მქონდა გაშეშებული", - ამბობს მარიამ ბეგიაშვილი.

ტაქსის კომპანიაში ამბობენ, რომ მომხდარის შესახებ გაგებისთანავე მძღოლი სამსახურიდან გაათავისუფლეს. 


close დახურვა