logo
ENG



18 მილიონის აბსურდული ჯარიმა 1 თვეში - ოპოზიცია მოსახლეობისთვის გამოწერილ ჯარიმებს აფასებს

22 მაი 202020:22
3 წუთის საკითხავი
 

18 მილიონის აბსურდული ჯარიმა 1 თვეში - ასე აფასებს ოპოზიცია საგანგებო მდგომარეობის პერიოდში მოსახლეობისთვის გამოწერილ ჯარიმებს. „ევროპული საქართველო“ მმართველ გუნდს მოუწოდებს მოსახლეობა აღნიშნული ვალდებულებებისგან გაანთავისუფლოს. სერგი კაპანაძე ამბობს, რომ რთულ ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფი მოსახლეობა, ჯარიმების გადახდას ვერ შეძლებს. 

„ევროპული საქართველოს“ მოთხოვნას ეთანხმებიან სხვა ოპოზიციის წარმომადგენლები. მათი თქმით, ჯარიმების გაუქმებასთან ერთად მნიშვნელოვანია, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ ჯარიმების კანონიერებაზე იმსჯელოს. არასაპარლამენტო ოპოზიციაში ამბობენ, რომ ჯარიმების გაუქმებაში ის სამართალდამცველები დარწმუნებულები იყვნენ ვინც ჯარიმას წერდნენ. თუ ხელისუფლება ოპოზიციის მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს ისინი ბრძოლას სასამართლოს გზით გააგრძელებენ. 

სასამართლოში ჯარიმების გასაჩივრება უკვე დაწყებული აქვს არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილს. მათი თქმით, ჯარიმები არაკონსტიტუციურია და მას ხელისუფლება უმეტეს შემთვევაში უკანონოდ იყენებდა. მესამე სექტორი დაჯარიმებული მოქალაქეების დახმარებას კვლავ სასამართლოს გზით აპირებს.

ოპოზიციის და მესამე სექტორის მოთხოვნამდე ერთი თვით ადრე ხელისუფლება აცხადებდა, რომ ჯარიმების ამნისტიის შესაძლებლობის საკითხის გამორიცხული იყო. დღეს კი მმართველ გუნდში ამბობენ, რომ საკითხზე ჩამოყალიბებული პოზიცია არ აქვთ.

18 მილიონის ჯარიმების გაუქმების გარდა „ევროპული საქართველო“ დღეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის, გონივრული შეზღუდვებით გახსნასაც ითხოვდა. გიგა ბოკერიას თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი გახსნას მნიშვნელოვანია რათა მოქალაქეებმა სამსახურებში სიარული შეძლონ.

დააკმაყოფილებს თუ არა ხელისუფლება ოპოზციის მოთხოვნებს - ეს სავარაუდოდ მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებამდე გახდება ცნობილი. მანამდე კი მოსახლეობა ჯარიმებისგან თავის აცილებას სასამართლოს გზით, სამსახურში სიარულს კი შეზღუდვებში დარჩენილი ტრანსპორტით შეეცდება.


close დახურვა