logo
ENG



18 წლის ერეკლე თედლიაშვილი, რომელმაც ჩხუბის დროს მძიმე დაზიანებები მიიღო, გარდაიცვალა

12 სექ 202010:51
3 წუთის საკითხავი
 

18 წლის ერეკლე თედლიაშვილი, რომელსაც გორში, ჩხუბის დროს სცემეს, გარდაიცვალა.

თედლიაშვილი საავადმყოფოში 3 თვის განმავლობაში იყო მოთავსებული.

მას არაერთი ოპერაცია გაუკეთდა, თუმცა, ბიჭის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

8 ივნისს, გორში მდებარე რესტორან ჟოზეფში ახალგაზრდებს შორის მომხდარი ჩხუბის დროს, 18 წლის ერეკლე თედლიაშვილს სცემეს. მან სხეულის მრავლობითი დაზიანებები მიიღო. ინციდენტის შემდეგ საქართველოს მოკრივეთა ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი წევრი, თარაშ კანდელაკი დააკავეს. ის მოკრივე გიორგი კანდელაკის შვილია.

მას ბრალი წარუდგინეს და აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობაც შეუფარდეს.

წინასასამართლო სხდომა 15 სექტემბერს გორის რაიონულ სასამართლოში გაიმართება. სხდომა თავდაპირველად 31 აგვისტოს იყო დანიშნული, თუმცა, პროკურატურის მოთხოვნით გადაიდო, იმ მიზეზით, რომ ამ დროს კოსმიური ექსპერტიზის ანალიზის პასუხი ცნობილი არ იყო.


close დახურვა