“ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) მედია პლურალიზმზე კვლევას აქვეყნებს. ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით, დგინდება, რომ გამოკითხულთა 69% პირველწყაროდ ტელევიზიას ასახელებს, მეორე ადგილს ინტერნეტი/ფეისბუქი იკავებს - 24%-ით.
კითხვაზე - ზოგადად, რამდენად ენდობით ან არ ენდობით საინფორმაციო საშუალებებს საქართველოში, გამოკითხული მოსახლეობის პასუხები ასე გადანაწილდა:
ნაწილობრივ ვენდობი - 66%, ნაწილობრივ არ ვენდობი - 13%, საერთოდ არ ვენდობი - 10%, სრულად ვენდობი - 6%, არ ვიცი - 4% და 1%-მა კითხვას არ უპასუხა.
რაც შეეხება ნდობას კონკრეტული სატელევიზიო არხების მიმართ, რეიტინგი ასე გამოიყურება:
იმედი - 30%, მთავარი არხი - 18%, „რუსთავი 2“ – 12%, ტვ პირველი - 5%, საზოგადოებრივი მაუწყებელი - 3%.
კვლევის ფარგლებში ორგანიზაციამ რესპონდენტებს კიდევ ერთი კითხვა მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით დაუსვა.
„თქვენი აზრით, ძირითადად ვის ინტერესებს გამოხატავს გადაცემები საქართველოს პოლიტიკისა და მიმსინარე მოვლენების შესახებ შემდეგ სატელევიზიო არხებზე - ოპოზიციის, „ქართული ოცნების“ თუ არც ერთის?“
პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა:
იმედი - 2% ოპოზიცია, 53% - „ქართული ოცნება“, 22% - არც ერთი, 21% - არ ვიცი; მთავარი არხი - 63% ოპოციზია, 3% - „ქართული ოცნება“, 7% - არც ერთი, 26% - არ ვიცი; „ფორმულა“ – 26% ოპოზიცია, 3% „ქართული ოცნება“, 7% - არც ერთი, 63% - არ ვიცი; „კავკასია“ – 16% ოპოზიცია, 5% „ქართული ოცნება“, 16% არც ერთი, 62% არ ვიცი; „რუსთავი 2“ – 29% ოპოზიცია, 20% „ქართული ოცნება“, 18% არ ვიცი, 33% არ ვიცი; საზოგადოებრივი მაუწყებელი - ოპოზიცია 7%, „ქართული ოცნება“ 21%, არც ერთი 27%, არ ვიცი 43%; მაესტრო - ოპოზიცია 7%, „ქართული ოცნება“ 11%; აჭარა - ოპოზიცია 3%, „ქართული ოცნება“ 8%; ობიექტივი - ოპოზიცია 16%, „ქართული ოცნება“ 10%; პალიტრა ტვ - ოპოზიცია 6%, „ქართული ოცნება“ 4%, ტვ პირველი - ოპოზიცია 18%, „ქართული ოცნება“ 4%.
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 2019 წლის 19 ნოემბერი-13 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,180 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.