რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განცხადებით, რუსმა სამხედროებმა ახალი საშუალო მანძილის ახალი ბალისტიკური რაკეტა "ორეშნიკი" გამოცადეს. ამის შესახებ პუტინმა სატელევიზიო მიმართვაში ილაპარაკა
"ცდები წარმატებით დასრულდა. მიზანი მიღწეულია", - თქვა პუტინმა.
მისი განცხადებით, რუსეთმა დნიპროში მდებარე სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ობიექტს არაბირთვული ჰიპერბგერითი ბალისტიკური რაკეტით დაარტყა. პუტინმა "ორეშნიკის" გამოყენებას უწოდა პასუხი იმაზე, რომ აშშ საშუალო და მოკლე რადიუსის რაკეტების წარმოებას და განლაგებას გეგმავს.
პუტინი ამტკიცებს, რომ ამჟამად "ორეშნიკის" რაკეტებთან დასაპირისპირებლად საშუალება არ არსებობს.
"მსოფლიოში არსებული თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემები და ევროპაში ამერიკელების მიერ შექმნილი სარაკეტო თავდაცვის სისტემები ასეთ რაკეტებს ვერ იჭერს. ეს გამორიცხულია", - განაცხადა პუტინმა.
მისივე თქმით, რუსეთმა ცდა ჩაატარა იმის საპასუხოდ, რომ უკრაინამ 19 და 21 ნოემბერს ბრიანსკისა და კურსკის ოლქებში ამერიკული ATACMS-ის რაკეტები და ფრანგულ-ამერიკული Storm Shadow გამოიყენა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების განცხადებით, 21 ნოემბერს დილით, რუსეთმა უკრაინაზე იერიში მიიტანა, რა დროსაც კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა გამოიყენა. უკრაინელი სამხედროების განცხადებით, თავდასხმას მნიშვნელოვანი შედეგები არ მოჰყოლია. ამავე დროს, აშშ-ში განაცხადეს, რომ რუსეთმა დნიპროში საშუალო რადიუსი ექსპერიმენტული რაკეტა გამოიყენა.