
საპროკურორო საბჭოს, საქართველოს გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე, კიდევ ხუთი კანდიდატი წარედგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„იურისტ დავით ზირაქაშვილის კანდიდატურას, გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე, რეკომენდაცია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ გაუწია.
იურისტ ვიქტორ ახალბედაშვილის კანდიდატურა საპროკურორო საბჭოს ა.ი.პ. ,,უფლებათა დაცვის ცენტრმა“ წარუდგინა.
ადვოკატი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი კობა კობახიძე სსიპ ,,საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ“ წარადგინა.
ადვოკატი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი დარიკო თორდია - სსიპ ,,საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ“ წარადგინა.
ადვოკატი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი ვალერი კვანტალიანი კი საპროკურორო საბჭოს სსიპ ,,საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ“ წარუდგინა“, - ნათქვამია განცხადებაში.
ჯამში, დღეისთვის გენერალური პროკურორბისთვის 14 კანდიდატი იბრძვის. კანდიდატებს შორისაა ყოფილი გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძეც.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობისთვის ირაკლი შოთაძე იბრძოლებს. შოთაძის კანდიდატურა საპროკურორო საბჭოს ხსენებულ თანამდებობაზე ტექნიკურმა უნივერსიტეტმა წარადგინა. როგორც უნივერსიტეტში განმარტავენ, შოთაძის მიერ წარდგენილი კანდიდატი გენერალური პროკურორის თანამდებობისთვის აუცილებელ კრიტერიუმებს სრულად აკმაყოფილებს.
აღსანიშნავია, რომ შოთაძე გენერალური პროკურორის თანამდებობას მანამდეც იკავებდა. მას თანამდებობის დატოვება მას შემდეგ მოუწია, რაც ზაზა სარალიძემ მასშტაბური აქციები გამართა და მისი გადადგომა მოითხოვა.