logo
ENG



იორდანიის მოქალაქე, რომელმაც სამართალდამცავებს დახმარების თხოვნით თავად მიმართა, შესაძლოა თავად ცნონ დამნაშავედ

22 იან 202020:19
3 წუთის საკითხავი
 

იორდანიის მოქალაქემ, რომელიც სამართალდამცავებს დახმარების თხოვნით თავად მიმართა, შესაძლოა დამნაშავედ თავად ცნონ. ჯალალ იბრაჰიმი, რომლიც საქართველოში რამდენიმე თვეა ტურისტად იმყოფება პოლიციელებს ძალის გადამეტებაში ადანაშაულებს. იორდანიის მოქალაქე „ფორმულას“ უყვება, რომ ძველი თბილისის მეხუთე განყოფილებაში პოლიციელებმა მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. განყოფილებაში მას სამედიცინო დახმარებაც დასჭირდა.

მას ჯერ არც ადვოკატი ჰყავს და თავად ცდილობს სამართალი იპოვოს. იორდანიის მოქალაქე იმ პოლიციელების დასჯას ითხოვს ვინც მასზე იძალადეს.  

მას შემდეგ რაც პოლიციამ სასტუმროს ნომერში უკანონოდ გაჩხრიკა, ძველი თბილისის განყოფილებაში, როგორც იბრაჰიმი ყვება, თავად მივიდა. ​

იორდანიის მოქალაქემ დახმარების თხოვნით ადამიანის უფლებათა ცენტრსაც მიმართა. როგორც იურისტი აცხადებს მსგავსი ინციდენტები ხშირია, ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი ჯალალ იბრაჰიმის უფლებების დარღვევას და პოლიციის უკანონო ქმედებებს ჰქონდა ადგილი.

ამ წუთებში უცხოეთის მოქალაქე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში იმყოფება, რომლის პირდაპირი მოვალეობაა შეისწავლოს პოლიციის მხრიდან შესაძლო ძალის გადამეტება და უმოკლეს ვადებში გამოითხოვოს პოლიციის განყოფილებიდან ვიდეო ჩანაწერები, რომელიც შესაძლოა სამართალდამცველების ცემის ფაქტს ასახავდეს. უცხო ქვეყნის მოქალაქეს უწყების დერეფანში თარჯიმნის რამდენიმე საათიანი ლოდინი უწევს.


close დახურვა