logo
ENG



IPSOS-ის კვლევა: 69% ფიქრობს, რომ ოცნება კრიტიკას უგულვებელყოფს, 81%-ს კი ჰგონია, რომ ეს ქვეყანას აზიანებს

26 იან 202022:04
3 წუთის საკითხავი
clock 975
0u3nd4nvqsizqs1.png

​ტელეკომპანია "ფორმულას" დაკვეთით ფრანგულმა კვლევითმა ორგანიზაცია IPSOS-მა გასულ კვირას გამოკითხა მოსახლეობა.

კვლევის მთავარი კითხვა იყო: "თქვენი აზრით უგულვებელჰყოფს თუ არა "ქართული ოცნება" დასავლეთის კრიტიკას?
პასუხები ასე გადანაწილდა: გამოკითხულთა 69% ფიქრობს, რომ დიახ, უგულვებელყოფს, 31% კი, მიიჩნევს, რომ არა. ამავე კონტექსტში, მკვლევარებმა იმ 69%-ს, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ მმართველი გუნდი დასავლეთის კრიტიკას უგულებელყოფს, დაუსვეს კიდევ ერთი კითხვა. კერძოდ: "თქვენი აზრით ზარალდება თუ არა სახელმწიფო კრიტიკის უგულებელყოფით?" ამ შემთხვევაშიც პასუხები ასე გადანაწილდა: 81%-ს მიაჩნია, რომ სახელმწიფო ასეთი მიდგომით ზარალდება, ხოლო 19%-ი თვლის, რომ არა.
გამოკითხვის ფარგლებში მკვლევარები კიდევ ერთი საკითხით დაინტერესდნენ. კითხვა - "როგორ აფასებთ ხელისუფლების პოლიტიკას მცოცავი ოკუპაციის ახალი ფაზის წინააღმდეგ?"
გამოკითხულთა 78%-ი ამბობს, რომ ხელისუფლების პოლიტიკას დეოკუპაციის მიმართულებით არაეფექტურად აფასებს, ხოლო 22% ეფექტურად. 

close დახურვა