საპროკურორო საბჭომ გენერალური პროკურორობის კანდიდატების მოსმენა დაიწყო. საბჭოში წარდგენილ 16 კანდიდატს შორის გასაუბრება ანბანის მიხედვით იწყება და ის ლაივ სტრიმით გადაიცემა. დღეს 2 კანდიდატის მოსმენაა დაგეგმილი. ერთ-ერთი კანდიდატი ყოფილი გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძეა, რომლის მონაწილეობასაც ოპოზიციასთან ერთად არასამთავრობო სექტორიც აპროტესტებს. ისინი ამბობენ, რომ საპროკურორო საბჭოს მუშაობა ფორმალობაა და გენერალურ პროკურორად შოთაძის არჩევა უკვე გადაწყვეტილია.
საპროკურორო საბჭოს შეკითხვებს ამ წუთებში პასუხობს ადვოკატი პაატა გაბელია, გასაუბრების დაწყებამდე მან მედიასთან გააკეთა კომენტარი და განაცხადა, რომ ამ პროცესებისთვის ფორმალობის წოდება კანდიდატებისთვის შეურაცხმყოფელია.
„პროცესი იმედი მაქვს რომ იქნება ობიექტური, რომ არ იყოს ამისი მოლოდინი მაშინ მე პირადად არ მივიღებდი ამაში მონაწილეობას, რაც შეეხება პოლიტიკურ განცხადებებს არის შეუსაბამო და ჩვენს მიმართ არის უპატივცემულობის გამოხატულება. ასე რომ მიაჩნდეს რომელიმე ამ პროცესში მონაწილე კანდიდატს თავმოყვარეობის მიზეზით არ მიიღებდა მონაწილეობას... მე ნამდვილად გაოცებული ვარ მაგრამ ეს ისევ და ისევ პოლიტიკური შეფასებაა“,-განაცხადა პაატა გაბელიამ.
შეგახსენებთ, საპროკურორო საბჭო დღეს ორ კანდიდატს მთელი კვირის განმავლობაში გაგრძელდება პროცესი, ჯამში სიაში 16 კანდიდატია წარდგენილი საპროკურორო საბჭო დღეში 2 კანდიდატს გაესაუბრება, რაც შეეხება შოთაძის კანდიდატს, მასთან გასაუბრება კვირის ბოლოსთვის დაიგეგმება.