დღეს 19:00 საათზე რუსთაველის მეტროდან სტუდენტური მარში გაიმართება. ისინი მსვლელობით პარლამენტთან ერთად მივლენ.
"დღეს საქართველოში არსებული სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტის სტუდენტები, ვიკრიბებით 19:00 საათზე რუსთაველის მეტროსთან, საიდანაც გადავინაცვლებთ პარლამენტთან მსვლელობით, რათა ხელისუფლებას კვლავ დავანახოთ ახალგაზრდების ძალა.
ვიკრიბებით, რომ:
1. ვუთხრათ - არა რუსულ კანონს!
2. ვუთხრათ - არა რუსულ რეჟიმს!
3. ვუთხრათ - არა ძალადობას!
4. ვუთხრათ - კი ევროპას!
ქართველი სტუდენტები/ახალგაზრდები არ დავუშვებთ საქართველოს გარუსებას, არ გაპატიებთ ჩვენს მეგობრებსა თუ ქვეყნის მოქალაქეებზე ძალადობრივი გზებით თავდასხმას! პასუხი ისევ ერთია - ვერ შეგვაშინებთ", – აცხადებენ ორგანიზატორები.