logo
ENG



19 აპრილს თბილისის ნაწილს ელექტროენერგია შეეზღუდება - სია

19 აპრ 202300:54
3 წუთის საკითხავი
 
19 აპრილს თბილისის ნაწილს ელექტროენერგია შეეზღუდება - სია

კომპანია თელასის ინფორმაციით, 19 პრილს თბილისის ნაწილს ელექტროენერგია შეეზღუდება. კომპანია მიზეზად გადაუდებელ სამუშაოებს ასახელებს. 

ქუჩების ჩამონათვალი:

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ქავთარაძის, თავხელიძის, მიცკევიჩის, იოსელიანის, პოლიტკოვსკაიას და წმინდა მოწამე ვასილისკოს ქუჩების მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის სასწავლო მეურნეობის და ქოშიგორის დასახლების მოსახლეობას.   

მთაწმინდის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), რესპუბლიკის მოედნის, გოგებაშვილის, გუნიას, ზალდასტანიშვილის, მაყაშვილის, კერესელიძის, ერისთავი-ხოშტარიას, კაკაბაძის, ზანდუკელის, კოსტავას, ჭოველიძის, თორაძის, ტაბიძის, ლერმონტოვის, დადიანის, მაჩაბელის და მთაწმინდის ქუჩების მოსახლეობას.   

დიდუბის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის III, IV, V, VI კვარტლების, აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), ლუბლიანას, ბელიაშვილის, ახმეტელის და მიქელაძის ქუჩების მოსახლეობას. 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის V, VI კვარტლების, აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), ლუბლიანას, ბელიაშვილის, ახმეტელის და მიქელაძის ქუჩების მოსახლეობას.   

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის IVა მიკრორაიონის, მუხიანის აგარაკების, სოფელი გლდანის, ვარდისუბნის, ჭედიას, სარაჯიშვილის, ულიანოვის, ჩიქვანაიას, ბაღნარის, ანდრონიკაშვილის, სკოლის, მანაგაძის, ნეკრისის და დაისის ქუჩების მოსახლეობას.   

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, ნადირაშვილის და ბოგდან ხმელნიცკის ქუჩების    მოსახლეობას.   

ვაკის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნწილობრივ), მზიურის პარკის ტერიტორიის, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის, ნინო რამიშვილის, ატენის, აბაშიძის, ფალიაშვილის, ბაზალეთის და მირცხულავას ქუჩების მოსახლეობას.   

კრწანისის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ოქროყანის და სოფელი წავკისის მოსახლეობას. 


close დახურვა