logo
ENG



19 დეკემბერი მამის დღედ გამოცხადდეს და იყოს უქმე - მოსწავლეების საკანონმდებლო წინადადება

29 მაი 202113:25
3 წუთის საკითხავი
 
19 დეკემბერი მამის დღედ გამოცხადდეს და იყოს უქმე - მოსწავლეების საკანონმდებლო წინადადება

19 დეკემბერი გამოცხადდეს მამის დღედ და მიენიჭოს უქმე დღის სტატუსი - საკანონმდებლო წინადადებით სკოლის მოსწავლეები გამოდიან.

ქუთაისში მდებარე სკოლის ღონე ქვეყნისა მოსწავლეებმა შესაბამისი წინადადება პარლამენტში უკვე დაარეგისტრირეს. 

„მოგეხსენებათ, საქართველოში დედის დღე - 3 მარტი და ეს თარიღი უქმედ არის გამოცხადებული. ჩვენი მიზანია, დაწესდეს, ასევე, მამის დღეც, რომელიც ყოველწლიურად აღინიშნება მამების პატივსაცემად. გვსურს, ამით მადლიერება გამოვხატოთ მეორე მშობლის მიმართ, რომელიც არანაკლებ ზრუნავს შვილისთვის.

მიგვაჩნია, რომ მამის დღე იყოს 19 დეკემბერს, როდესაც გამოჩენილმა ქართველმა მწერალმა, პოლიტიკოსმა და საზოგადო მოღვაწემ, მიხეილ ჯავახიშვილმა, თავის ქალიშვილს მისწერა წერილი, სადაც ის აძლევს მას ცხოვრებისეულ რჩევა-დარიგებებს. მოცემული წერილი გამსჭვალულია დიდი სიყვარულითა და სწორი მსოფლმხედველობით", - ვკითხულობთ საკანონმდებლო წინადადებაში.

გამოცხადდება თუ არა 19 დეკემბერი მამის დღედ და, ამავდროულად, უქმედ - ამაზე ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი იმსჯელებს.


close დახურვა