საპროტესტო აქციაზე დაკავებული 19 წლის სანდრო ბუკია, რომელიც შემდეგ გაათავისუფლეს, ოჯახის წევრის თქმით, ძალიან მძიმედ ნაცემი და დაბეჟილია. ამის შესახებ სანდრო ბუკიას ბიძიამ ტვ პირველის ეთერში ისაუბრა.
"ვიცოდი,რომ იქ იყვნენ ისინი იქ ადგილზე მუშაობდნენ, ერთი რედისონში მუშაობას, მეორე ჩაის სახლში. შესაბამისად, მიმდინარე ტერიტორიაზე ისედაც იყვნენ, მომწერა, რომ სანდრო გამტაცესო. გზიდან უკვე მე სანამ მივედი, სადაც გადაიყვანეს, ეს იყო კახეთის გზატკეცილზე არსებული პატრულის შენობიდან, გამოიყვანეს, დამხვდა უკვე გათავისუფლებული ხელწერილის საფუძველზე. თუ არ ვცდები წვრილმან ხულიგნობას ედავებოდნენ, დეტალებს არ ჩავძიებივარ. რაზეც ხელს აწერინებდნენ სანდრომ არ მოაწერა ხელი. არაფერ კავშირში არ იყო, ეკითხებოდნენ პირბადე რატომ გაქვსო.
სანდრო არის ძალიან, ძალიან მძიმედ ნაცემი. მისი ფიზიკურობიდან და მდგომარეობიდან გამომდინარე ძალიან საშიში იყო, იმიტომ რომ მთლიანი სხეული აქვს დაბეჟილი", - განაცხადა სანდრო ბუკიას ბიძამ.
7 დეკემბრის გამთენიისას, საპოლიციო ძალებმა 19 წლის სანდრო ბუკია დააკავეს და შემდეგ, ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.
დაკავებისას დედა სპეც.რაზმელებს ეუბნებოდა, რომ მის შვილს ეპილეფსია ქვს, მაგრამ მათ ეს არ გაითვალისწინეს.