logo
ENG



1ADAT: ჩეჩენი ბლოგერი ტუმსო აბდურახმანოვი, რომელიც კადიროვს აკრიტიკებდა, მოკლეს

05 დეკ 202212:09
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/05/lxr9ksa41i40wc5.png
Abu-Saddam Shishani / Youtube

ჩეჩნური ოპოზიციური Telegram არხი 1ADAT წერს, რომ ჩეჩნეთის ხელისუფლების ცნობილი კრიტიკოსი, ბლოგერი ტუმსო აბდურახმანოვი შვედეთში მოკლეს.

"ტუმსოს ღამით ადამიანთა ჯგუფმა ესროლა. ამ დროისთვის მკვლელობის დეტალების იძიებენ." - წერს 1ADAT-მა. 

ჩეჩნური ოპოზიციური Telegram არხი სხვა დეტალებს არ აკონკრეტებს, თუმცა ავრცელებს ინფორმაციას, რომ სპეცსამსახურებმა ტუმსო აბდურახმანოვის ძმა, მუჰამედი გადამალეს.

რადიო თავისუფლება იუწყება, რომ აბდურახმანოვის თანამოაზრეების თქმით, ის 2 დეკემბერს, ღამით მოკლეს. შვედეთის სამართალდამცავ უწყებებს აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.

დეკემბრის დასაწყისში აბდურახმანოვმა შეწყვიტა კონტაქტზე გამოსვლა. უფლებადამცველები ამბობდნენ, რომ ის დაიკარგა. ასევე გავრცელდა ინფორმაცია მისი მკვლელობის შესახებ, რომელიც ამ დრომდე დაუდასტურებელი იყო. 

ტუმსო აბდურახმანოვი ცნობილია ჩეჩნეთის ხელისუფლების კრიტიკით. 2015 წელს მან დატოვა რუსეთი მას შემდეგ, რაც კონფლიქტი ჰქონდა ჩეჩნეთის ხელმძღვანელის რამზან კადიროვის ნათესავებთან. მან მიიღო პოლიტიკური ლტოლვილის სტატუსი შვედეთში. ჩეჩნეთში აბდურახმანოვს ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირში ადანაშაულებენ. 2020-2021 წლებში იყო მცდელობა აბდურახმანოვისა და მისი ძმის, მუჰამედის მკვლელობის. 2021 წლის დეკემბერში ტუმსო აბდურახმანოვმა განაცხადა, რომ ჩეჩნეთში მისი ცხრა ნათესავი გაიტაცეს.


close დახურვა