logo
ENG



1 კილოგრამი ჰეროინის შეძენა-შენახვის ბრალდებით რუსეთის მოქალაქე დააკავეს

30 ნოე 202010:53
3 წუთის საკითხავი
 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაკავებულია რუსეთის მოქალაქე, რომელსაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა ედება ბრალად.

უწყებიც განცხადებით, ბრალდებული თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზაზე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ავტომობილით გადაადგილებისას შეაჩერეს.
 
შსს-ს მტკიცებით, პოლიციამ ჩხრეკის შედეგად, "ჰეროინის" შემცველი 1 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება ამოიღო. ასევე, ამოღებულია 8390 ლარი და 400 დოლარი.
 
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

close დახურვა