logo
ENG



2-მა პაციენტმა დღეს კლინიკა დატოვა - როგორია ინფიცირებულთა მდგომარეობა

06 აპრ 202017:43
3 წუთის საკითხავი
 

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელის ლევან რატიანის განცხადებით, კორონავირუსისგან კიდევ 2 პაციენტი განიკურნა. 

როგორც რატიანმა აღნიშნა, აღნიშნულმა პაციენტებმა კლინიკა უკვე დატოვეს. რაც შეეხება სხვა ინფიცირებულებს, მათი მდგომარეობა სტაბილურია და კონტროლს ექვემდებარება.  

"ამ ეტაპზე კლინიკაში არის 64 პაციენტი, აქედან 51 არის კოვიდ ინფიცირებული. 2-მა ინფიცირებულმა პაციენტმა დღეს კლინიკა დატოვა. რაც შეეხება კრიტიკულ პაციენტებს, კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში მკურნალობს 6 პაციენტი. აქედან პირველი პაციენტების მდგომარეობა მკვეთრად დადებითია. ქალბატონო რომელიც არის 62 წლის, მარნეულიდან, მისი ანალიზები განმეორებით გაიგზავნა ლუგარის ლაბორატორიაში. თუ მივიღეთ ისევ უარყოფითი პასუხი, ის ამ დღეებში გაეწერება კლინიკიდან. კიდევ ერთი ქალბატონი, რომელიც იყო მძიმედ, მოხსნილია მართვითი სუნთქვიდან და ის სტაბილურ პარამეტრებს ინარჩუნებს. თუ დინამიკა ასე გაგრძელდება, ის ასევე დატოვებს კლინიკას რამდენიმე დღეში. რაც შეეხება 42 წლის მამაკაცს, ის შემოვიდა კლინიკაში რამდენიმე დღის წინ და შემოსვლის დროს სახეზე იყო სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ამ ეტაპზე ის მეტნაკლებად სტაბილურია. დინამიკა შენარჩუნებული გვაქვს. რაც შეეხება დანარჩენ 3 პაციენტის, რომლებიც მართვით სუნთქვაზე არიან, მათი მდგომარეობა არის კრიტიკული. განსაკუთრებით საყურადღებოა ერთი, 67 წლის პაციენტი, რომელიც გადმოყვანილია სხვა კლინიკიდან. ორსულებს რაც შეეხება მათთან კლინიკური გამოვლინებები ამ დროის განმავლობაში არ ფიქსირდება. გვიწევს ასევ 29 პაციენტი, რომლებსაც დადასტურებული აქვთ მწვავე პნევმონია", - განაცხადა ლევან რატიანმა. 


close დახურვა